საჰაერო ბურთი

საჰაერო ბურთი
1 - 4 / 4
კატეგორია | ხანგრძლივობა | კოდი | დან |
---|---|---|---|
ექსკლუზიური ტურები | 1 | GE023 |
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ფრენა 1-3 ადამიანისთვის გათვლილი საჰაერო ბურთით, ან 16 ადამიაზნე გათვლილი საჰაერო ბურთით.
ჩვეულებრივ ფრენები ხორციელდება დილით ადრე, დაახლოებით 6:00, რადგან ამ დროს როგორც წესი მშვიდი და მდგრადი საფრენი ვითარებაა. ის უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს ფრენისას და მშვიდობიან დაფრენას. საღამოს საათებშიც შესაძლებელია ფრენა, იმ განსხვავებით, რომ ფრენის ხანგრძლივობა ამ დროს შემცირებულია დილასთან შედარებით.
საჰაერო ბურთი მოძრაობს მხოლოდ ქარის მიმართულებით. ამიტომ გაფრენის წინ ხდება ქარის მიმართულების შესწავლა სხვადასხვა სიმაღლეზე და ამასთან დაკავშირებით ხდება გადაწყვეტილების მიღება საიდან ავფრინდეთ.
ჩვეულებრივ ფრენა გრძელდება 1-1.20 საათი, მაგრამ მთლიანი ექსკურსიის ხანგრძლივობაა 4-5 საათი.
მზიანი ამინდი და მსუბუქი ქარი-ყველაზე კარგი პირობებია ფრენისათვის მაგრამ ღრუბელი და მცირე წვიმაც კი ფრენას ხელს არ უშლის, მთავარია არ იყოს ძლიერი ქარი. ფრენის წინ ჩვენ ვაზუსტებთ ამინდს თანამგზავრის მონაცემებით. ზუსტი პროგნოზი ჩვენ ვიცით ფრენამდე 24 საათით ადრე.
აქტიური სეზონი იწყება აპრილის შუა რიცხვებიდან, როცა დგება სტაბილური და თბილი ამინდი და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. კარგი ამინდის შემთხვევაში ფრენა შესაძლებელია ზამთარშიც.
10 წლიდან და ზევით.
VIP ფრენის შემთხვევაში(2კაცი)-2275ლარი.
ჯგუფური ფრენის შემთხვევაში(მინ. 8 კაცი)-425 ლარი კაცზე