Asa Travel - DMC Georgia

კონტაქტი

ესპანეთი-პორტუგალია

გალერეა

სიბელეს შადრევანი, მადრიდი

  • სიბელეს შადრევანი, მადრიდი
  • კომუნიკაციის სასახლე, მადრიდი
  • დელ პრადოს მუზეუმი, ესპანეთი
  • ტოლედო, ესპანეთი
  • ბელომის კოშკი, ლისაბონი
  • ლისაბონი, პორტუგალია

1 - 4 / 6

კატეგორია ხანგრძლივობა კოდი დან
საზღვარგარეთის ტურები 6 ES001 1950 ლ.

მიმოხილვა

1 დღე  ლისაბონი

ჩაფრენა ლისაბონში.  სასტუმროში განთავსება. 
ლისაბონის მიმოხილვითი ექსკურსია.  სადილი სასტუმროში.

 

2 დღე  ლისაბონი-სინტრა-კაშკაში-ეშტორალი-ლისაბონი.

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ლისაბონის გარეუბან, ქალაქ სინტრაში, რომელიც  სამეფო ოჯახის მოსასვენებელ და სანადირო ადგილს წამმოადგენდა.  პორტუგალიის მონარქების რეზიდენციის მონახულება.  დღის განმავლობაში ასევე ვესტუმრებით ცნობილ კურირტებს კაშკაშისა და ეშტორილს.  სადილი სასტუმროში.

 

3 დღე   მერიდა-კასერესი

საუზმე სასტუმროში. დილით ვტოვებთ პორტუგალიას და  მივემგზავრებით ესპანეთში, ქალაქ მერიდაში. ეს ქალაქი მდიდარია რომაული კულტურის ძეგლებით (თეატრი, ამფითეატრი, რომაული ხიდი) .  გზას ვაგრძელებთ კასერესში, ქალაქი,  რომლის ისტორიაც განუყოფლად არის დაკავშირებული  ესპანელი კონკისტადორების ეპოქასთან. ფეხით  ექსკურსია კასერესის ცენტრში.  სასტუმროში განთავსება და სადილი.

 

  4 დღე  კასერესი-ტოლედო-მადრიდი

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ტოლედოში, ესპანეთის შუასაუკუნოვან ქალაქში. მიმოხილვითი ექსკურსია. საკათედრო ტაძრისა და წმინდა თომას ეკლესიის მონახულება.  გამგზავრება  ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში.  სასტუმროში განთავსება და სადილი.

 

5 დღე  მადრიდი-ესკორიალი-მადრიდი

საუზმე სასტუმროში. სურათების გალერეა პრადოს მონახულება  დღის პორველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარში გამგზავრება ესკორიალში, ფილიპე II-ის რეზიდენციაში.  XVI  საუკუნის უნიკალური სასახლე-მონასტრის კომპლექსის  მონახულება, რომელსაც მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებდნენ . სადილი სასტუმროში.

 

 6  დღე    მადრიდი

ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში. 

ფასი 1950 ლ., მითითებულია ერთ ადამიანზე, სტანდარტულ ორადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში.

ფასში შედის

  • განთავსება 3*იან სასტუმროში ქალაქის ცენტრში
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ტრანსფერი
  • ექსკურსიები
 

ფასში არ შედის

  • ავიაბილეთი
  • გიდის მომსახურება
  • მუზეუმების ბილეთის ფასი