Asa Travel - DMC Georgia

კონტაქტი

Content

Intourist Palace 5*

გალერეა

ბათუმი, Intourist Palace

  • ბათუმი, Intourist Palace
  • ბათუმი, Intourist Palace
  • ბათუმი, Intourist Palace
  • ბათუმი, Intourist Palace
  • ბათუმი, Intourist Palace
  • ბათუმი, Intourist Palace

1 - 4 / 6

აღწერილობა

სასტუმრო ინტურისტ პალასის 1939 წელს აშენებული 5 სართულიანი შენობა დააპროექტა საბჭოთა პერიოდის ცნობილმა არქიტექტორმა შჩუსევმა.
სასტუმროს ადგილზე მდებარეობდა უნიკალური წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის მართმადიდებლური ტაძარი,რომელიც თავისი არქიტექტურული მნიშვნელობითა და იშვიათი სილამაზით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტაძრების რიცხვს მიეკუთვნებოდა.
ცნობილია, რომ 1888 წლის 25 სექტემბერს ტაძრის დაარსების ცერემონიალში რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ  და სამეფო ოჯახის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტაძარი მოქმედებდა მე 19- ე საუკუნის ბოლოდან 1936 წლამდე, ვიდრე იგი დაინგრეოდა საბჭოთა პერიოდის ათეისტების მიერ.
დანგრეული ტაძრის ფუნდამენტი საფუძვლად დაედო ახალ შენობას –სასტუმრო ,, ინტურისტს”, სწორედ ეს სასტუმრო შეირჩა სამი მოკავშირე მთავრობის მმართველების შეხვედრის ადგილად, მაგრამ ბოლო მომენტში შეხვედრის ადგილი გადატანილ იქნა იალტაში.

არსებობის  70 ზე მეტი წლის განმავლობაში, სასტუმროს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და გადაკეთდა 2 ჯერ 1979-1980 და 2005-2006 წლებში.
სასტუმროს შენობის განმასხვავებელი ფორმა არის მისი თავდაპირველი ნახევრადწრიული ფასადი ბულვარისა და ხეივნის ხედით, რომელსაც ბათუმის ბულვარის მთავარ კოლონადებთან მივყავართ.
სასტუმრო ,,ინტურისტ პალასი“ მდებარეობს ბათუმის ბულვარის შესასვლელში, აეროპორტიდან 5კმ-ისა და რკინიგზის სადგურიდან 6კმ-ის დაშორებით. 100 მეტრის მოშორებით ზღვიდან.

ნომრების აღწერილობა

 

5 სართულიანი ქვის შენობა. 40 ნომერი - 190 საწოლი. ნომრების ტიპები: ლუქსი, ნახევრად ლუქსი, სტანდარტული ორადგილიანი, სამადგილიანი სტანდარტული, საპრეზიდენტო აპრატამენტი.

 

სასტუმროს მომსახურებები:

  • უსაფრთხოების სამსახური 24  საათი
  • ოთახი სერვისი ხელმისაწვდომია 24 საათი
  • სამრეცხაო და ქიმწმენდა
  • სააბაზანო და ჩუსტები
  • მინი ბარი
  • ფენი
  • ცენტრალური კონდიციონერი
  • ორმაგი მინის ფანჯარა
  • ინდივიდუალური უსაფრთხოების ოთახი
  • სახანძრო სიგნალიზაცია
  • საევაკუაციო გასასვლელი
  • უფასო-უსადენო ინტერნეტით
  • LCD ტელევიზორი
  • სატელიტური არხები
  • მანქანის ქირაობა
  • ბილიარდი
  • სილამაზის სალონი
  • ფიტნეს ცენტრი
  • შიდა და გარე აუზი

საკომფერენციო დარბაზი

სასტუმროში განთავსებულია 3 საკონფერენციო დარბაზი: 12,30 და 150 ადგილიანი. უახლესი მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტი კონფერენციებისა და ბანკეტებისთვის, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აუდიოვიზუალური  ტექნოლოგიით.