Asa Travel - DMC Georgia

კონტაქტი

ჯომარდობა

გალერეა

ჯომარდობა, საქართველო

  • ჯომარდობა, საქართველო

1 - 1 / 1

კატეგორია ხანგრძლივობა კოდი დან
ექსტრემალური ტურები 1 GE086 40 GEL

მიმოხილვა

მოიწყეთ დაუვიწყარი დღე და გაერთეთ მეგობრებთან ერთად თქვენთვის სასურველ მდინარეზე. დაშვებისას ვიყენებთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების წარმოებულ სერტიფიცირებულ აღჭურვილობას, რომელიც უსაფრთხოების ყველაზე მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა ჩვენ მიერ ორგანიზებული ტურების უმთავრესი წესი და ჩვენი პირველადი საზრუნავია.  პროფესიონალი გიდის დახმარებით და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით მდინარეზე დაშვება ბევრად სასიამოვნო და უსაფრთხო ხდება. რისკის ფაქტორის შესამცირებლად ჯომარდობისას სპეციალური აღჭურვილობა – სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი გამოიყენება. გარდა ამისა, სასურველია ჰიდროკოსტიუმისა და საჯომარდო ფეხსაცმლის ხმარებაც.

იმისათვის რომ ჯგუფი შედგეს, საჭიროა მინიმუმ 4 ადამიანი

არაგვი

  • ფშავის არაგვი: კოპალას ხიდი - თვალივი, სიგრძე: 13 კმ, სირთულე: II-III კატეგორია.
  • მთიულეთის არაგვი: ფასანაური - მენესო, სიგრძე: 14 კმ, სირთულე: II-III კატეგორია.

რიონი

  • რიონი: უწერა - ამბროლაური, სიგრძე: 35 კმ, სირთულე: II-IV კატეგორია.
  • რიონი: შარეულა-ტვიშის კანიონი,სიგრძე: 18 კმ, სირთულე: II-IV კატეგორია.

 მტკვარი

  • მტკვარი: ქვაბისხევი-ლიკანი (ბორჯომთან), სიგრძე: 12 კმ, სირთულე: II-IV კატეგორია.
  • მტკვარი: მირაშხანი - თმოგვის ციხე (ვარძიასთან), სიგრძე: 8 კმ, სირთულე: II-IVკატეგორია.

40 ლარი - ფასი მითითებულია ერთ ადამიანზე, იმისათვის რომ ჯგუფი შედგეს, საჭიროა მინიმუმ 4 ადამიანი

ფასში შედის

  • ინსტრუქტორი
  • წინასწარი მომზადება
  • დაშვება ნავით
  • საჭირო აღჭურვილობა
 

ფასში არ შედის

  • ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე და უკან
  • პიკნიკი