Asa Travel - DMC Georgia

კონტაქტი

საჰაერო ბურთით გასეირნება

გალერეა

საჰაერო ბურთი

  • საჰაერო ბურთი
  • საჰაერო ბურთი
  • საჰაერო ბურთი
  • საჰაერო ბურთი

1 - 4 / 4

კატეგორია ხანგრძლივობა კოდი დან
ექსკლუზიური ტურები 1 GE023

მიმოხილვა

საჰაერო ბურთები

თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ფრენა 1-3 ადამიანისთვის გათვლილი საჰაერო ბურთით, ან 16 ადამიაზნე გათვლილი საჰაერო ბურთით.

დრო და ადგილი

ჩვეულებრივ ფრენები ხორციელდება დილით ადრე, დაახლოებით 6:00, რადგან ამ დროს როგორც წესი მშვიდი და მდგრადი საფრენი ვითარებაა. ის უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს ფრენისას და მშვიდობიან დაფრენას. საღამოს საათებშიც შესაძლებელია ფრენა, იმ განსხვავებით, რომ ფრენის ხანგრძლივობა ამ დროს შემცირებულია დილასთან შედარებით. 
საჰაერო ბურთი მოძრაობს მხოლოდ ქარის მიმართულებით. ამიტომ გაფრენის წინ ხდება ქარის მიმართულების შესწავლა სხვადასხვა სიმაღლეზე და ამასთან დაკავშირებით ხდება გადაწყვეტილების მიღება საიდან ავფრინდეთ.

ფრენის ხანგრძლივობა

ჩვეულებრივ ფრენა გრძელდება 1-1.20 საათი, მაგრამ მთლიანი ექსკურსიის ხანგრძლივობაა 4-5 საათი. 

ამინდი

მზიანი ამინდი და მსუბუქი ქარი-ყველაზე კარგი პირობებია ფრენისათვის მაგრამ ღრუბელი და მცირე წვიმაც კი ფრენას ხელს არ უშლის, მთავარია არ იყოს ძლიერი ქარი. ფრენის წინ ჩვენ ვაზუსტებთ ამინდს თანამგზავრის მონაცემებით. ზუსტი პროგნოზი ჩვენ ვიცით ფრენამდე 24 საათით ადრე. 

სეზონი

აქტიური სეზონი იწყება აპრილის შუა რიცხვებიდან, როცა დგება სტაბილური და თბილი ამინდი და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. კარგი ამინდის შემთხვევაში ფრენა შესაძლებელია ზამთარშიც. 

ასაკი

10 წლიდან და ზევით.

VIP ფრენის შემთხვევაში(2კაცი)-2400ლარი.

ჯგუფური ფრენის შემთხვევაში(მინ. 8 კაცი)-3565ლარი

ფასში შედის

  • ინსტრუქტაჟი
  • ინსტრუქტორი საჰაერო ბუშტში
  • ფრენა საჰაერო ბურთით  0.50-1 საათი, მთლიანი ექსკურსიის ხანგრძლივობაა 4-5 საათი
 

ფასში არ შედის

  • ტრანსპორტირება აფრენის ადგილამდე