Asa Travel - DMC Georgia

კონტაქტი

Content

alt

ექსკლუზიური ტურები

საჰაერო ბურთით გასეირნება

გთავაზობთ საქართველოს ცაში საჰაერო ბურთით თავისუფლად ფრენას.

ფრენები ხორციელდება დილის და საღამოს საათებში და გრძელდება დაახლოებით 1 საათს. ფრენისათვის აუცილებელია კარგი ამინდი, სუსტი ქარი (4-5 მ/წმ) და ცოტაოდენი ავანტიურიზმი თქვენს ხასიათში. საჰაერო ბურთით ფრენისას განცდილი სიღრმისა და სილამაზის ემოცია არ შეედრება არც ერთ თავგადასავალს მსოფლიოში.

  • თანხა (დან) 180 EUR
  • ხანგრძლივობა 1 (დღე)

alt

საზღვარგარეთის ტურები

Milano

მილანი

ლომბარდიის დედაქალაქი და ჩრდილოეთ იტალიის ეკონომიკური ცენტრი. ამავდროულად იგი მოდის, დიზაინის, მეცნიერების, ტექნოლოგიების ქალაქია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქი თითქმის განადგურდა. რის შედეგადაც ხელახლა აღმოცენებული მილანი შესანიშნავ ნაზავს წარმოადგენს თანამედროვე ნაგებობებისა და შუასაუკუნოვანი ძეგლების.

მილანის ცენტრად ითვლება დუომოს მოედანი სასახლით, ტრიუმფალური არკით და გოთური საკათედრო ტაძრით. ამ მიდამოებში მდებარეობს ლა სკალას თეატრიც.

  • თანხა (დან) 485€-დან!
  • მიმართულებები Italy
  • ხანგრძლივობა 8 (დღე)

alt

საზღვარგარეთის ტურები

ბარსელონა-მადრიდი

ტურის განმავლობაში, თქვენ იმოგზაურებთ ესპანეთის მთავარ ქალაქებში, მადრიდსა და ბარსელონაში.

მადრიდი მოგხიბლავთ თავისი არაჩვეულებრივი სახლებით, მონასტრებითა და ფანტანებით, მომაჯადოებელი ძველი უბნებით და მრავალფეროვანი ცხოვრებით. აქ თქვენ იხილავთ სამეფო კარის მდიდრულ დარბაზებს, რომლებიც გაგახსენებთ ჰაბსბურგების და ბურბონების სამეფო დინასტიას; სამხატვრო მუზეუმს ”პრადოს” და ”ტუსენს”. მადრიდში თქვენ გაგიმასპინძლდებიან უგემრიელესი სამზარეულოთი

  • თანხა (დან) 665€
  • მიმართულებები Spain
  • ხანგრძლივობა 8 (დღე)

alt

საზღვარგარეთის ტურები

კორფუ! საჩუქრად კორფუს მიმოხილვითი ექსკურსია !

კუნძული კორფუ - საბერძნეთის და იონიის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძულია. ის ცნობილია თავისი სილამაზით და მდიდარი ისტორიით. კორფუ ითვლება ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე კუნძლად, ცნობილია თავისი ეკზოტიკური სანაპიროებით, ზეთისხილის ჭალეებით, ფორთოხლის ბაღებით და მწვანე ტყეებით. კერკირა - როგორც მას უწოდებენ ბერძნები ადამიანებს ხიბლავს თავისი ვენეციის აურით, უნიკალური არქიტექტურით და ლამაზი ვიწრო ქუჩებით.

  • თანხა (დან) 541€
  • ხანგრძლივობა 7 (დღე)

alt

საზღვარგარეთის ტურები

Oh mia bèla Madunina

მილანი ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, რომელიც მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული რეგიონია. ქალაქი განთქმულია მოდის წამყვანი ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი „გალერია ვიტორიო ემანუელე“ პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი არის ქალაქი, რომელიც დროსთან ერთად ვითარდება - ან ცდილობს რომ წინ გაუსწროს მას. რამოდენიმე ძველი ინდუსტრიული ზონა ტიპიური სტილით იქნა აღდგენილი, რითიც კიდევ ერთჯერ გაესვა ხაზი იმას, რომ ეს პროგრესული ქალაქი დამსახურებულ ადგილს იკავებს იტალიის ცხოვრებაში.

  • თანხა (დან) 520€
  • მიმართულებები Italy
  • ხანგრძლივობა 4 (დღე)

alt

საზღვარგარეთის ტურები

მადრიდი-ლისაბონი

ჩვენი მოგზაურობა ესპანეთსა და პორტუგალიაში გაძლევთ შესაძლებლობას გაეცნოთ ორი არაჩვეულებრივი ევროპული ქვეყნის შესანიშნავ არქიტექტურას და მდიდრულ კულტურულ მემკვიდრეობას.

ამ ორი ქვეყნის ისტორია ვითარდებოდა პარალელურად, იქამდე, სანამ ტრიუმფალური მოვლენები შეცვალა ბრაზმა და უკმაყოფილებამ, ასე გაიმიჯნა ორი ქვეყანის ბედი.

  • თანხა (დან) 685€
  • ხანგრძლივობა 8 (დღე)

alt

საზღვარგარეთის ტურები

მილანი-ფლორენცია-სიენა-პიზა

ესტუმრეთ მოდის სფეროში ყველაზე ძლიერ ქალაქს და "იტალიური რენესანსის" სამშობლოს ერთი ტურის ფარგლებში...!

  • თანხა (დან) 480€
  • მიმართულებები Italy
  • ხანგრძლივობა 8 (დღე)

alt

საზღვარგარეთის ტურები

costa brava

ბარსელონა-კოსტა ბრავა

ფასი ვრცელდება 8/6/2016-27/08/2016-პერიოდში.

  • თანხა (დან) 385€
  • მიმართულებები Spain
  • ხანგრძლივობა 8 (დღე)

alt

საზღვარგარეთის ტურები

BARCELONA FREE STYLE!!!

ბარსელონა ცნობილია როგორც ესპანეთის მეორე დედაქალაქი. ის ჩრდილოეთ ესპანეთის რეგიონის, კატალონიის დედაქალაქია, რომელისაც აქვს თავის ტრადიციები, სამზარეულო და ენაც. კატალონიელები ამაყობენ თავისი მდიდარი მემკვიდრეობით და წარმატებით უთავსებენ მას თანამედროვეობას. ახალი ნაგებობები საოცარი ჰარმონიითაა შერწყმული ისტორიულ ძეგლებთან. კულტურათა ეს შეთავსება ბარსელონას აქცევს მიმზიდველ და წარმტაც სამოგზაურო ადგილად.

  • თანხა (დან) 360€
  • მიმართულებები Spain
  • ხანგრძლივობა 8 (დღე)

alt

საზღვარგარეთის ტურები

რომაული არდადეგები!!

ესტუმრეთ რომს და დატკბით ყველაზე ლამაზი ადგილებით.

  • თანხა (დან) 445€
  • მიმართულებები Italy
  • ხანგრძლივობა 8 (დღე)